ირაკლი კობახიძე: “ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ, რაღაცნაირად, უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს. ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს”

19

“ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

„სხვას ამას ვერაფერს დავარქმევთ, იმდენად არასერიოზულია ყოველ ჯერზე მისი ახალ-ახალი განცხადებები, რომ ამ ყველაფრის სერიოზულად შეფასება, მგონი, არასწორია. სამწუხაროა, დასანანია, თან საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ, რაღაცნაირად, უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს. ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს“, – აღნიშნა პრემიერმა.