თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებისას დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ: „ეს არის სწორი მიმართულება. არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული“

26

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებისას დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება, აცხადებს, რომ სწორი მიმართულებაა.

„არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული. რომელიმე პარტიის წინაშე კი არა, როგორც უნდათ, რომ წარმოაჩინონ, არამედ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე“, – წერს შარმანაშვილი.