„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი არის უმნიშვნელოვანესი არტერია „შუა დერეფნის“, რომლის ფუნქციონირებაზეც ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული“ – დავით მათიკაშვილი

29

„გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო ხაზი გაიხსნა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი არის უმნიშვნელოვანესი არტერია „შუა დერეფნის“, რომლის ფუნქციონირებაზეც ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული. ბევრად გაზრდის ეს მაგისტრალი, როგორც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას გლობალური თვალსაზრისით, რეგიონული თვალსაზრისით, ასევე, ქვეყანა რეალურ მატერიალურ ბენეფიტებს მიიღებს“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, „შუა დერეფნის“ კონტექსტში ახალ სარკინიგზო ხაზს აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია.

„ბუნებრივია, რომ ის თამამი შეფასებები, რომელიც ისმოდა ამ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ხაზის ოფიციალურად გახსნის ცერემონიაზე, აბსოლუტურად შეესაბამება იმ რეალობას, რა რეალობის წინაშეც ჩვენ დავდექით სარკინიგზო ხაზის ამოქმედებით. აზია-ევროპასთან, ევროპა-აზიასთან კიდევ უფრო მეტი ტვირტბრუნვით, კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ბენეფიტების გაცვლით იქნება დაკავშირებული და ამ ყველაფერში საქართველოს გააჩნია უმნიშვნელოვანესი ფუნქცია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.