რატი იონათამიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: „26 მაისს მათ განიცადეს სრული ფიასკო და კრახი, ყველამ ნახა, რომ არანაირი მხარდაჭერა მათ საზოგადოების მხრიდან არ აქვთ და ერთადერთი რაც დარჩენიათ არის ის, რომ დაერიონ ერთმანეთს“

39

„სინამდვილეში 26 მაისს მათ განიცადეს სრული ფიასკო და კრახი, ყველამ ნახა, რომ არანაირი მხარდაჭერა მათ საზოგადოების მხრიდან არ აქვთ და ერთადერთი რაც დარჩენიათ არის ის, რომ დაერიონ ერთმანეთს“, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, იმ სიძულვილით, რომელიც ოპოზიციას გააჩნია ერთმანეთის მიმართ, ქართული საზოგადოება მარტივად გამოიტანს დასკვნას, თუ რა ზიანის მიყენება შეუძლიათ ქვეყნისთვის.

„ამ დაპირისპირებით და ურთიერთსიძულვილით, რომელიც მათ გააჩნიათ, ჩვენი საზოგადოება მარტივად გამოიტანს დასკვნას, რომ ამათ რომ რაიმე ბერკეტი ჰქონოდათ და რაღაც გადაწყვეტილებების მიღებაზე რაიმე გავლენა შეეძლოთ, რას უზამდნენ და რას დამართავდნენ ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.