„შეიძლება მადლობაც კი ვუთხრათ ფიშერს, ჰერჩინსკის და სხვებს, რადგან მათ დააჩქარეს ქართული საზოგადოების გამოფხიზლება. დასრულდა ის პერიოდი, როდესაც ელჩი ხელშეუხებელ, შეუცდომელ და წმინდა ფიგურად აღიქმებოდა, რომლის განცხადებებიც საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი იყო. დღეს ქართველმა ხალხმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა“ – ვატო შაქარიშვილი

33

„შეიძლება მადლობაც კი ვუთხრათ ფიშერს, ჰერჩინსკის და სხვებს, რადგან მათ დააჩქარეს ქართველი ხალხისა და ქართული საზოგადოების გამოფხიზლება. დასრულდა ის პერიოდი, როდესაც ელჩი ხელშეუხებელ, შეუცდომელ და წმინდა ფიგურად აღიქმებოდა, რომლის განცხადებებიც საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი იყო. დღეს ქართველმა ხალხმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

„ამ კაცს ერთი სული აქვს, როდის „გამოგვკეტავს“ მთელ საქართველოს გაზის კამერებში და როდის მოგვიყვანს ჭკუაზე.

პოლიტიკური შეფასებების გარდა, ხელისუფლებისგან სხვა ქმედითნაბიჯებსაც ველოდებით, რადგან ეს ყველაფერი არ უნდა გადაიზარდოს პოლიტიკურ უთავმოყვარეობაში. თუნდაც ის, რომ მუდმივად ვსაუბრობთ გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ინფორმაციის განახლებაზე და მსგავს საკითხებზე. მაგრამ საქმე მხოლოდ ვებგვერდზე ინფორმაციის განახლებაში კი არ არის — ნახევარი ბუნდესტაგი რუსთაველის გამზირზე იდგა და პირდაპირ მონაწილეობდა რევოლუციასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში.

მიხაელ როთი იყო გერმანიის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და ჩამოვიდა და პირდაპირ გვითხრა, რომ თუ ქართული მართლმადიდებლური ღირებულებებით გვსურს ცხოვრება, მათთან საქმე ვერ გვექნება. ისინი პირდაპირ რევოლუციურ ბარიკადებზე იდგნენ, აფინანსებდნენ, მონაწილეობდნენ, ახალისებდნენ და აორგანიზებდნენ ჩვენი ქვეყნის დამხობისა და გადატრიალების მცდელობებს.

და ახლა უნდა გაგვიკვირდეს, რომ სადღაც მათ ვებგვერდზე ჩვენზე ინფორმაცია არ განახლდა? აქ საქმე აშკარა მტრობასთან გვაქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ. თანაც ისეთი ოდიოზური ფიგურა ჰყავთ აქ გამოგზავნილი ელჩად, რომელიც ამ პოლიტიკას სრულად გამოხატავს. ის ვერ მალავს დაუოკებელ სურვილსა და ჟინს, რომ შური იძიოს იმ ღირსეულ ხალხზე, რომელმაც მას და მის მხარდამჭერებს წინააღმდეგობა გაუწია და მათი ინტერესებს ქვეყანა არ შეწირა.

თუმცა ამ მოვლენებს ერთი პოზიტიური კონოტაციაც აქვს — შეიძლება მადლობაც კი ვუთხრათ ფიშერს, ჰერჩინსკის და სხვებს, რადგან მათ დააჩქარეს ქართველი ხალხისა და ქართული საზოგადოების გამოფხიზლება და ევროკავშირის, ასევე ევრობიუროკრატიის ერთგვარი დესაკრალიზაცია. ისე წარიმართა პროცესები, რომ ჩვენთვის ელჩი აღიქმებოდა როგორც ხელშეუხებელი, შეუცდომელი და წმინდა ფიგურა, რომლის განცხადებებიც საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი ხდებოდა. ახლა კი ქართველმა ხალხმა ნათლად დაინახა რეალობა და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა.
ხელისუფლებისგანაც კონკრეტული ქმედებებია საჭირო, რათა ქვეყნის ეროვნული თავმოყვარეობა და ღირსება დავიცვათ. ასეთი გამოვლინებები მხოლოდ მაშინ შეწყდება, როდესაც შესაბამის, ადეკვატურ პასუხს მიიღებენ.

თუმცა ადეკვატური პასუხი არ ნიშნავს იმ ილუზიას, თითქოს „ევროკავშირისკენ მივისწრაფვით, უბრალოდ ფიშერი არ ვარგა“. არა, პრობლემა ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ფიშერი ან ფონ დერ ლაიენია. ეს უნდა გავიაზროთ და გავაანალიზოთ“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.