„ორ საკითხს გაუსვა ხაზი დელეგაციამ მის განცხადებაში – ეს არის დადასტურება საერთო ფასეულობებისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი ხანი და, სწორედ ამ ვიზიტმაც დაადასტურა, რომ ჩვენ საერთო ფასეულობებს ვიზიარებთ და, ასევე, საერთო ინტერესები, იქნება ეს ეკონომიკური თუ სხვა სახის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე საუბრისას.
„სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, როდესაც ვამბობდით, რომ ვაცხადებდით მზაობას ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით, რომელიც დაფუძნებული იქნება ორივე ერის ეროვნულ ინტერესებზე და დელეგაციის ეს განცხადება სწორედ ამას ადასტურებს, რომ ჩვენი მიდგომები და წარმოდგენა ამ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით რეალიზდა ამ განცხადებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


