“საბედნიეროდ, ყოველ ჯერზე მარცხდება ყველა, ვინც ყვავივით დაგვჩხავის საქართველოსა და ქართველ ხალხს და ელის საქართველოს წარუმატებლობას, იქნება ეს ქვეყნის შიგნით ოპოზიცია თუ ქვეყნის გარედან საქართველოს „კეთილის მსურველები“, – განუცხადა მედიას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ეს [ანგარიში] მიუთითებს, რომ ბატონი ფიშერი ცდება, როდესაც საქართველოზე საუბრობს ხოლმე; ფაქტობრივად, ჩამოწერილები ვყავართ და ჩვენი განვითარების მთავარ მაგალითად გვისახავს მოლდოვასა და უკრაინას, სადაც ვხედავთ ეკონომიკურ სტაგნაციას, კორუფციულ გამოწვევებს, ინსტიტუციურ სისუსტეს. გუშინწინაც იყო მოლდოვის ვიცე-პრემიერის განცხადება, – ისინი გეგმა B-დ განიხილავენ რუმინეთთან მიერთებით ევროკავშირში გაწევრიანებას, და არა როგორც სუვერენული სახელმწიფო. ვხედავთ უკრაინასთან მიმართებით, მათ შორის, გერმანიის კანცლერის განცხადებას და, სავარაუდოდ, ტერიტორიული დათმობები იქნება მშვიდობისა და ევროკავშირში რაიმე წინსვლის ერთ-ერთი წინაპირობა.
ამიტომაც გავუსვი ხაზი, რომ ზოგიერთი უცხოელი ყვავივით დაგვჩხავის და ელიან, როდის არ იქნება ისეთი მაჩვენებელი, რომელსაც ელის მთავრობა და შემდეგ ნიშნისმოგებით გვესაუბრონ, თითქოს არასწორი პოლიტიკა აქვს მთავრობას”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის: EBRD-ი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 0.5%-ით – 6%-მდე აუმჯობესებს.


