“საქსტატის” მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში წერია, რომ სურსათზე ფასები შემცირდა. ცალკეულ პროდუქტზე შეიძლება იყოს ზოგან მატება, ზოგან – კლება, თუმცა რაც შეეხება საერთო სტატისტიკას სურსათთან დაკავშირებით, ფასები შემცირებულია”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„რაღაც პროდუქტზე შეიძლება მოიმატოს ფასმა სეზონურობიდან გამომდინარე, მაგრამ სურსათზე იკლებს. ამაში ჩვენ ვხედავთ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მუშაობის შედეგსაც“, – აღნიშნა პაპუაშვილმა


