ზაალ ანჯაფარიძე: “წავიკითხე შპიონაჟში ბრალდებულ გიორგი უძილაურის წერილი, საიდანაც იკითხება მისი განზრახვა, რომ პოლიტიკური ელფერი მისცეს მის დაკავებას და პოლიტიკურ პატიმრად მოუვლინოს თავი ადგილობრივ თუ გარე საზოგადოებას”

22

“წავიკითხე შპიონაჟში ბრალდებულ გიორგი უძილაურის წერილი, საიდანაც იკითხება მისი განზრახვა, რომ პოლიტიკური ელფერი მისცეს მის დაკავებას და პოლიტიკურ პატიმრად მოუვლინოს თავი ადგილობრივ თუ გარე საზოგადოებას”, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

„ეს არაერთხელ ნაცადი მეთოდია, თუმცა პირველი კითხვა, რაც ჩნდება, შემდეგია: თუ ხელისუფლების პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა, რატომ არ დატოვა თანამდებობა პროტესტის ნიშნად?
ეს უფრო გასაგებს გახდიდა მის პროტესტს.

მეორე – ხელისუფლების პოლიტიკის მიუღებლობა გახდა უცხოურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის მოტივი?“ – წერს ანჯაფარიძე.