„როგორც კი პეტერ ფიშერი ელჩის მისიას დაასრულებს, მას საქართველოში შემოსვლა უნდა აეკრძალოს და პერსონა ნონ გრატად გამოცხადდეს“, ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
„მას, სავარაუდოდ, ბერლინიდან მიღებული დავალება აქვს, რადგან ელჩი დამოუკიდებლად ვერ გაბედავდა თავისი ფაშისტური შეხედულებების, უფრო სწორად კი, მსგავსი გამოხტომების გამოვლენას. მით უმეტეს, ეს განსაკუთრებით მგრძნობიარე თემაა, როდესაც ის გერმანიის წარმომადგენელია. მას დადასტურებულად და დოკუმენტურად აქვს გაკეთებული ფაშისტური შინაარსის განცხადებები ჩვენი მეზობელი ერების მიმართ და არა მათი ხელისუფლებების მისამართით. ამიტომ გაუგებარია, საერთოდ რაზეა საუბარი.
ვიმეორებ, ის სოციალურ ქსელებში — იქნება ეს ფეისბუკი თუ X — შეუთანხმებელ განცხადებას ვერ გამოაქვეყნებს. ცხადია, მას შესაბამისი ინსტრუქციები, „კოზირი“ აქვს მიღებული გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან. შესაბამისად, სწორედ ამიტომ აკეთებს ამ მარაზმატულ და ავადმყოფურ განცხადებებს პენსიაზე წარმავალი პეტერ ფიშერი.
აქვე მსურს საზოგადოებრივი რჩევაც გამოვთქვა და იმედი მაქვს, ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს. როგორც კი ელჩი პეტერ ფიშერი თავის დიპლომატიურ მისიას დაასრულებს, რაც, ფაქტობრივად, უკვე რამდენიმე კვირის საკითხია, სასურველი იქნება, მას მხოლოდ პროტოკოლურად და დაბალ დონეზე დაემშვიდობონ. შემდგომში კი, როდესაც ელჩის მოვალეობას მისი მოადგილე გადაიბარებს, პენსიაზე გასულ პეტერ ფიშერს საქართველოში შემოსვლა უნდა აეკრძალოს და პერსონა ნონ გრატად გამოცხადდეს.
რატომ? არ არის გამორიცხული, ის ისევ დარჩეს ამ „ნაცშპანის“ კმაყოფაზე, ჩამოვიდეს საქართველოში, მონაწილეობა მიიღოს რადიკალური ჯგუფების მიტინგებში ან ე.წ. მშვიდობიანი ტრენინგები ბაკურიანში ან სადმე სხვაგან. ამ შემთხვევაში, ის იქნება „ნაცების“ მიერ დაქირავებული და ევროკრატიის მიერ წაქეზებული აქტიური პოლიტიკური აქტორი.
ამასთან, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ფიშერს მომავალში სიმბოლური ან საპატიო სტატუსი მიენიჭოს გერმანიის საგარეო უწყებაში, ხელისუფლებაში ან რომელიმე ანალიტიკურ ცენტრში. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, სწორედ ამ სტატუსით სცადოს საქართველოში ჩამოსვლა და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა.
შესაბამისად, საქართველოს არ სჭირდება არც ფიშერები, არც ლორა თორნტონები, არც როთები და არც სხვა „მაიმუნები“. სუვერენულ სახელმწიფოს ვერ უნდა აზიანებდნენ ეს ვიგინდარები – ფულზე და ანგარებაზე დამოკიდებული პერსონაჟები“, – განაცხადა გია აბაშიძემ.


