„ციხის „ფეისბუქური რაზბორკები“ მოაწყვეს. ადვოკატების მეშვეობით აგზავნიან წერილებს, რომლებიც შემდეგ ფეისბუქზე ქვეყნდება — პასუხი პასუხზე, შემდეგ კიდევ პასუხი, ნიკა მელიას მამის პასუხი და ასე შემდეგ. საერთოდ, რა ლიდერობაზეა საუბარი და რა ერთობაზე?“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ მელია-სააკაშვილის დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
„ციხის „ფეისბუქური რაზბორკები“ მოაწყვეს. თუ არ ვცდები, ორივე მათგანი რუსთავის საპყრობილეში იმყოფება და ადვოკატების მეშვეობით წერილებს გზავნიან, რომლებიც შემდეგ ფეისბუქზე ქვეყნდება — პასუხის პასუხი, იმის პასუხი, მერე ნიკა მელიას მამის პასუხი, იქედან, აქედან და ასე შემდეგ.
საერთოდ, რა ლიდერობაზეა საუბარი და რა ერთობაზე? ისინი კვლავ და კვლავ ერთსა და იმავე ჩიხში ბრუნდებიან: გამოდიან, შედიან, რამდენიმე მეტრით გამოდიან და ისევ იმავე კედელს ეჯახებიან, სადაც თავიდან იყვნენ.
როდესაც მათში არსებობს ანტისახელმწიფოებრივი, ანტიჰუმანური, ანტიქალური და ანტიკაცური განწყობები, იქ ვერ იქნება ვერანაირი რაციონალური პროცესი და ვერც პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზიას ექნება. ეს არის ბოროტი სექტა, რომელიც მხოლოდ ხმაურობს, გაჰკივის და წივის.
ეს აჩვენა 26 მაისის ჩავარდნილმა აქციამაც, სადაც „ქუდზე კაცის“ მობილიზაციის მიუხედავად პრაქტიკულად არავინ მივიდა. ამას დაემატა მეორე ტალღაც, როდესაც რუბიოს სპეციალურმა წარმომადგენელმა პირდაპირ უთხრა მათ: „ჯამი ჭურჭელია“, „ბოიკოტი ცუდია“, „მანდატი უნდა გამოიყენოთ“, „ხალხის ინტერესებით უნდა იმოქმედოთ“. სწორედ ეს დაწერა ამერიკის საელჩომაც და ახლა ამაზე ედავებიან ერთმანეთს — „შენ ინგლისური არ იცი“, „შენ ტექსტი ვერ გაიგე“.
პრივიტივიზმი ბობოქრობს — თან ბოროტი პრიმიტივიზმი. მათ უკვე არანაირი პერსპექტივა აღარ აქვთ და ამას უკვე მათი მიმდევრებიც ხედავენ.
წარმოიდგინეთ, ეს კოალიცია რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, მეორე დღესვე დაიწყება შიდა დაპირისპირება — ვერ გაინაწილებენ, ვინ რა მინისტრი იქნება და ვინ ვისი მოადგილე. კონფლიქტი არა „ქართულ ოცნებასთან“, არამედ ერთმანეთთან ექნებათ. საბოლოოდ, ეს გადაიზრდება მწვავე დაპირისპირებაში, სამოქალაქო ომში, რადგან ისინი იმდენად არიან შეპყრობილნი ფულითა და პრივილეგიებით, რომ ძალაუფლების განაწილებას ვერ შეძლებენ“, – განაცხადა გია აბაშიძემ.


