აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუ: “ვიმედოვნებ, ჩემი დღევანდელი დასწრება ძლიერ გზავნილად აღიქმება, რომ ჩვენ გულწრფელად დაინტერესებულები ვართ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებით”

21

“ვიმედოვნებ, ჩემი დღევანდელი დასწრება ძლიერ გზავნილად აღიქმება, რომ ჩვენ გულწრფელად დაინტერესებულები ვართ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებით, არა მხოლოდ ეკონომიკური მიზეზებიდან გამომდინარე, არამედ იმიტომაც, რომ ეს ორივე ჩვენი ქვეყნის ინტერესშია”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენი მეომრები მხარდამხარ იბრძოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ჩვენი თანამშრომლობა, თქვენი ცივილიზაციის უძველეს ფესვებზე დაყრდნობით. ვიცი, რომ ღვინო თქვენი არეალიდანაა, თუ სწორად მახსოვს, ათასობით წლის წინ… და როგორც ვიცი, ის საუკეთესოთა შორისაა.

ამრიგად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან დაინტერესებულები ვართ თქვენი ქვეყნით. ვფიქრობ, ამ ფაქტის ინდიკაცია მოვახდინეთ. შესაბამისად, მოდით, ერთობლივად დავაშენოთ ამ გააქტიურებულ დინამიკას/მომენტუმს, რომელსაც უკვე მივაღწიეთ. ვფიქრობ, თქვენი ჩამოსვლა აქ დღეს ძალიან, ძალიან კარგი ნიშანია და დადებითი მოლოდინით ველი თქვენს ხელისუფლებასთან მუშაობის გაგრძელებას.

ნება მომეცით, ერთ საკითხთან დაკავშირებით შემოვიტანო მეტი სიცხადე. ვფიქრობ, ეს მკაფიოდ უნდა ითქვას: აშშ არასდროს გადაუხვევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ერთგულებას და გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას საქართველოს გაძლიერების საქმეში, ქვეყნის განმტკიცების პროცესში, სამომავლო კეთილდღეობისკენ.

ვფიქრობთ, აშშ ძალიან ძლიერი მოკავშირე შეიძლება იყოს. ჩვენ გვსურს თქვენ გვერდით დგომა, ასე რომ, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა დღევანდელ საღამოზე მოწვევისთვის.

ღმერთმა დალოცოს საქართველო და ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები.

მადლობა, რომ თბილისიდან ჩამოხვედით, რათა დღეს ჩვენთან ერთად ყოფილიყავით”, – აღნიშნა ლანდაუმ.