კახა კალაძე ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირების გადაწყვეტილების შეცდომად აღიარების შესახებ: „ისინი საკუთარ მოსაზრებებს არ და ვერ გადმოსცემენ, ცდილობენ, კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკოსების მესიჯებს მოერგონ“

24

„ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანები თავიანთ მოსაზრებებს არ და ვერ გადმოსცემენ. ისინი მთლიანად იმართებიან გარედან. რა მითითებებიც იქნება, ან კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენელი თუ პოლიტიკოსი რაიმე მესიჯს გააჟღერებს, ისინი ყოველთვის ცდილობენ, მას მოერგონ“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის ნაწილის მიერ პარლამენტის ბოიკოტირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების არასწორ ნაბიჯად აღიარების შესახებ.

„ყველაფერი ცხადი და ნათელია, თუ რას წარმოადგენენ ეს კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფებები, რა ინტერესებით მოქმედებენ, ვინ მართავს და საიდან იმართებიან. ქართველ ხალხთან და საქართველოს ინტერესებთან, რა თქმა უნდა, ისინი თანხვედრაში ნამდვილად არ არიან. არიან აცდენილები. ამ ყველაფერს ქართველი საზოგადოება ხედავს.

ამიტომ, როდესაც ტარდება არჩევნები, ქართველი ხალხი შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.