ირაკლი კობახიძე: “ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის აღმოფხვრის მიზნით და შესყიდვები ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. შეიქმნა ერთიანი, შესყიდვების ორგანიზებული სამსახური, რომელიც მთლიანად მოაწესრიგებს პროცესებს. თავიდან ბოლომდე პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ შესყიდვებიდან გამორიცხული იქნება კორუფციული გარიგებები”

24

“პროცედურები ძალიან მნიშვნელოვნად მოწესრიგდა და ამას ემატება ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც განხორციელდა – შეიქმნა ერთიანი, შესყიდვების ორგანიზებული სამსახური, რომელიც მთლიანად მოაწესრიგებს შესყიდვებთან დაკავშირებულ პროცესებს”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის აღმოფხვრის მიზნით და შესყიდვები ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება ყველა პროცედურა. ამას უზრუნველყოფს ახალი გაერთიანებული სამსახური, რომელიც შეიქმნა. თავიდან ბოლომდე პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ შესყიდვებიდან გამორიცხული იქნება კორუფციული გარიგებები. ეს გამორიცხული იქნება თავად იმ გამჭვირვალე პროცედურებითაც, რომელიც დაინერგა სისტემაში“, – აღნიშნა პრემიერმა.