“ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს. 4 თვის საშუალო მაჩვენებელი არის 8,3 პროცენტი და ბიზნესსექტორის ბრუნვის მასშტაბური ზრდა არის ამ ყველაფრის ლოგიკური გამოხატულება”, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
„მთავარია, შევუნარჩუნოთ ზრდის ეს ტემპი. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ თანდათანობით, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ავამაღლოთ მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხი. თქვენ იცით, რომ პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდა სხვადასხვა მაჩვენებელზე – ეს არის დასაქმების მაჩვენებელი, საშუალო ხელფასის მაჩვენებელი, სიღარიბის მაჩვენებელი, სადაც გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები ბოლო 5 წლის განმავლობაში და ბუნებრივია, ბიზნესსექტორის ბრუნვის შემდგომი ზრდა, ეკონომიკის შემდგომი ზრდა კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს როგორც ზოგადად ეკონომიკის გაძლიერებას, ისე ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


