ბაჩო ოდიშარია ფონდ “ქართუს” მხარდაჭერით გადაღებული ფილმის შესახებ: “შეუძლებელი იქნებოდა, ეს ფილმი გამოსულიყო, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და ფონდი “ქართუ”. მათ ყველანაირი მხარდაჭერა გამოგვიხატეს და ეს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დიდი ქველმოქმედების პატარა ნაწილია”

33

კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით გადაღებულ ქართულ დოკუმენტურ ფილმზე საუბრობს, რომლის, ჩვენებაც 11 ივნისს გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალურ ასამბლეაზე გაიმართება.

„ფილმის შთაგონების წყარო იყვნენ თავად პარალიმპიელები და, ზოგადად, პარალიმპიური მოძრაობა საქართველოში.

ჩვენ ძალიან ბევრი რამ შევიტყვეთ და დავინახეთ მათ შესახებ ფილმის უშუალოდ შექმნის პროცესში. ისინი რეალურად არიან ჩვენი ქვეყნის ანარეკლი და სახე და სწორედ ამაზეა ფილმი, ამ ადამიანების ისტორიებზე, მათ პირად განცდებზე, რა როლი აქვთ მათ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში – იმიტომ, რომ ეს მოძრაობა სპორტის მიმართულებით არის უნიკალური შემთხვევა, რომელიც ყოველწლიურად აუმჯობესებს თავის საერთაშორისო თუ გლობალურ წარმატებას, რაც, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია.

შეუძლებელი იქნებოდა, ეს ფილმი გამოსულიყო, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“, იმიტომ, რომ როდესაც ამ ფილმის შესახებ მოისმინეს, ყველანაირი მხარდაჭერა გამოგვიხატეს ამ ფილმის ბოლომდე მისაყვანად და ეს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის იმ დიდი ქველმოქმედების პატარა ნაწილია, რომელსაც ის იღებს პარალიმპიური მოძრაობისთვის, ქართული სპორტისთვის და, მთლიანად, საქართველოსთვის“, – განაცხადა ოდიშარიამ.