27 ივნისიდან N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ

5

“ჩვენ სატრანსპორტო მიმართულებით მუდმივად განახლებისა და დაკვირვების რეჟიმში ვართ. ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კომფორტული გავხადოთ. ჩვენ ქალაქის მაჯისცემაზე ხელი გვიდევს. ვიცით, რა საჭიროებებია და ეტაპობრივად მივყვებით”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

„დიდ დიღომში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მარშრუტია N321, რომელიც დიდ დიღომს აკავშირებს მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“. სწორედ ამ ხაზზე, 27 ივნისიდან, 12-მეტრიანის ნაცვლად, ექვსი ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს, რაც ბევრად მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს. გარდა ამისა, N293 მარშრუტს ორი ერთეული ავტობუსი დაემატება, რომელიც დიდი დიღმის II მიკრორაიონისა და I მიკრორაიონის ნაწილის მოსახლეობას ემსახურება. ცვლილების შედეგად, აღნიშნულ მარშრუტზე შემცირდება არსებული ინტერვალი, რაც ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს.

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ასევე განაგრძობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების ოპტიმიზაციას. დიდი დიღომში ამ მხრივ არსებული გამოწვევების გადასაჭრელად განსაკუთრებით აქტიურად ვმუშაობთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.