ვარლამ ლიპარტელიანი: “საქართველოს მიზანი უცვლელია – ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია და უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შექმნა ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის, იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც კონფლიქტების შედეგად საკუთარი სახლები და მშობლიური კუთხეები დაკარგეს”

29

“საქართველოს მიზანი უცვლელია – ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია და უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შექმნა ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის, იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც კონფლიქტების შედეგად საკუთარი სახლები და მშობლიური კუთხეები დაკარგეს”, – განაცხადა “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა აზერბაიჯანის ქალაქ შუშაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე.

“სწორედ ამიტომ, თანამედროვე ურბანული დაგეგმარება საქართველოსთვის არა მხოლოდ სივრცითი განვითარების, არამედ მშვიდობის მშენებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად გვევლინება”, – განაცხადა ლიპარტელიანმა.

ცნობისთვის: “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი და ბორდის წევრები, აზერბაიჯანის მმართველი პარტიის – “ახალი აზერბაიჯანის” ახალგაზრდული ორგანიზაციის მიწვევით, მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით “რეგიონული წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში – მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში”.