შალვა პაპუაშვილი: „ნაცური“ იდეოლოგია არის ანტიქართული იდეოლოგია”

17

“ნათამაშევ დაპირისპირებებს, გაყოფასა და შეკოწიწებას უკვე 14 წელია, ვაკვირდებით. პრობლემა არ არის იმაში, ვინ ვის ებრძვის და საკუთარი მმართველების წინაშე ვის უნდა, რომ ქულები ჩაიწეროს. პრობლემა არის იდეოლოგიური”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.

„ყველა, ვინც ამ იდეოლოგიის ნაწილია, არის ანტიქართული იდეოლოგიის ნაწილი და ყველა, ვინც ანტიქართულ იდეოლოგიაზე დგას, ის, საბოლოო ჯამში, საკუთარ თავსაც აზიანებს, ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის იმ სოციალურ, ისტორიულ, საზოგადოებრივ გარემოსთან, რომლის წიაღში იმყოფება და ამით, საბოლოო ჯამში, თავის თავს უთხრის ძირს. ის, ვინც ძირს უთხრის საქართველოს, საბოლოოდ, თავის თავს გამოუთხრის ძირს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.