“ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ამ დამსახურებულ ჯილდოს. მან ნამდვილად დაიმსახურა მარკ პალმერის სახელობის ჯილდო”, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილისთვის მარკ პალმერის ჯილდოს გადაცემის გადაწყვეტილებას.
„ეს ადამიანი გახლდათ აშშ-ის დიპლომატი, რომელიც გახლავთ ფერადი რევოლუციების და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის იდეოლოგი. სწორედ ის იყო, ვინც თავდაპირველად ამ იდეოლოგიის დამკვიდრება დაიწყო მისი დიპლომატიური კარიერის შედეგად, რომ ამერიკა უნდა ჩარეულიყო სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, მოეხდინა ინტერვენცია. ის არის ცნობილი, როგორც ფერადი რევოლუციების იდეოლოგი. ვულოცავ ქალბატონ სალომეს ამ დამსახურებულ ჯილდოს. ის მართლაც სწორედ მონიშნეს, როგორც უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელი საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის: სალომე ზურაბიშვილს “Freedom House-ი” დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში განსაკუთრებული წვლილისთვის მარკ პალმერის ჯილდოს გადასცემს.


