„ევროინტეგრაციის პერსპექტივას სომხეთისთვის, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნისთვის, სკეპტიციზმით ვუყურებ. თუმცა, ეს მხოლოდ სკეპტიციზმიც არ არის — მე ზუსტად ვიცი, რაზეც ვსაუბრობ, რადგან იმ იშვიათ გამონაკლისთა შორის ვარ, ვისაც ასოცირების ხელშეკრულება დანართებითურთ აქვს წაკითხული. ამ დოკუმენტიდან მკაფიოდ ჩანს: ევროკავშირში ჩვენ, როგორც სრულფასოვან წევრებს, არავინ გველოდება“ – ნოდარ კაპანაძე

24

„ევროინტეგრაციის პერსპექტივას სომხეთისთვის, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნისთვის, დიდი სკეპტიციზმით ვუყურებ. თუმცა, ეს მხოლოდ სკეპტიციზმიც არ არის — მე ზუსტად ვიცი, რაზეც ვსაუბრობ, რადგან იმ იშვიათ გამონაკლისთა შორის ვარ, ვისაც ასოცირების ხელშეკრულება დანართებითურთ აქვს წაკითხული. ამ დოკუმენტიდან მკაფიოდ ჩანს: ევროკავშირში ჩვენ, როგორც სრულფასოვან წევრებს, არავინ გველოდება“, – ამის შესახებ ამის შესახებ სტატისტიკოსმა, ნოდარ კაპანაძემ განაცხადა.

„ასოცირების შეთანხმების დოკუმენტი სულაც არ არის სასიამოვნო საკითხავი; იგი ჩვეულებრივი იურიდიული მჭერმეტყველებითაა დაწერილი, მაგრამ მისი გაცნობა აუცილებელია, რადგან ამით თქვენ ზუსტად დაინახავთ და ამოიკითხავთ, რომ ევროკავშირში ჩვენ, როგორც სრულფასოვან წევრებს, არავინ გველოდება. ზუსტად ასეთივე პრობლემის წინაშე დადგება სომხეთიც, რაც მათ საქართველოს მაგალითზე ძალიან კარგად უნდა იცოდნენ. თუმცა, რამდენად რეალურია და რამდენად წარმოადგენს ეს სომეხი ხალხის გრძელვადიან არჩევანს, სხვა საკითხია.

არჩევნების დროს აქცენტი, როგორც წესი, მოკლევადიან გადაწყვეტილებებზე კეთდება, პოლიტიკურ პროცესს კი ხშირად უყურებენ, როგორც უბრალო იდეის რეკლამირებას. პოლიტიკური იდეის „გაყიდვას“ სულ სხვა ფორმა აქვს, რადგან მთავარი გამოცდა სწორედ ამის შემდეგ იწყება — ანუ რამდენად ხარ შენ ამ იდეის რეალური ავტორი და განმახორციელებელი.

მე არ ვიცი, სომხეთში არჩევნები გაყალბდა თუ რა მოხდა იქ, მაგრამ რამდენად შეძლებს სომეხი ხალხი გრძელვადიან პერსპექტივაში ამ არჩევნის შენარჩუნებას, ეს სწორედ ახლა, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში გამოჩნდება. ჩვენ ხომ გვახსოვს, რომ საქართველოს მოსახლეობამაც რეფერენდუმებზე რამდენჯერმე მიიღო გარკვეული გადაწყვეტილებები, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ხალხი ამ არჩევნის პატრონი არ იყო.

თუ სომხეთი მაინცდამაინც ამ გზას აირჩევს, უნდა შევხედოთ, რას მოუტანს ეს მას ეკონომიკურად და სოციალურად. ჯერ კიდევ 2022 წელს, როდესაც ცალკეული მოწინავე „ამხანაგები“ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას დაჟინებით გვთხოვდნენ, მე დავთვალე, თუ რას მოუტანდა ეს ჩვენს ქვეყანას. საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობებიდან რუსეთის ამოღება ნიშნავდა იმას, რომ საუკეთესო შემთხვევაში, იმ წელს დაფიქსირებული 10,2%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, გვექნებოდა 4%-იანი ვარდნა. საშუალო სცენარით — 8%-იანი, ხოლო ყველაზე უარეს შემთხვევაში — 14%-იანი რეცესია. ეს ჩვენთვის სრული კატასტროფა იქნებოდა.

სომხეთის შემთხვევაში კი, რუსეთის ეკონომიკისა და მასთან სავაჭრო ურთიერთობების წილი ქვეყნის შიდა პროდუქტში წარმოუდგენლად უფრო დიდია, ვიდრე საქართველოს შემთხვევაში. სომხეთს რუსეთთან გაცილებით ღრმა და მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს.

ვფიქრობ, თუ უახლოეს 3-4 თვეში რუსეთის მხრიდან ეს ემბარგოები და შეზღუდვები არ მოიხსნება, სომხეთის მოსახლეობა საკუთარ თავზე იგრძნობს ამ არჩევნის რეალურ ფასს და შესაძლოა, იქ სრულიად სხვა პოლიტიკური პროცესები დაიწყოს. დარწმუნებული ვარ, სომეხი ხალხი ამ რეალობას კარგად აცნობიერებს“, – განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.