პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „იმედის“ ეთერში მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ოპოზიციური მედიების მხრიდან ციტატის გაყალბებასა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადების გავრცელებას ეხებოდა.
„როდესაც მიხვდნენ, რომ დებატებში წააგეს, ღირსება არ ეყოთ, შეერგოთ და მომზადებულიყვნენ მომავალი დებატებისთვის, პირიქით, აყალბებენ ფრაზას და ამ გაყალბებული ფრაზებით ცდილობენ რაღაც პოლიტიკურ მანიპულაციებს და პოლიტიკური ქულების ჩაწერას. შეიძლება ეს „კარგიც“ არის, იმიტომ, რომ სხვა არაფერი დარჩა იმ დებატებიდან, რომ ეთქვათ – “დებატების ეს ნაწილი ჩვენ მოვიგეთ” და ადგნენ და გააყალბეს ფრაზა. თუმცა, ესეც ჩაუვარდათ და წაგებული დებატები ორჯერ და ხუთჯერ უფრო მეტად იქნა წაგებული იმის მერე, რაც საზოგადოებამ გაიგო, რომ გააყალბეს ფრაზა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


