ზაალ ანჯაფარიძე სალომე სამადაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვით, საქართველო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე ღატაკია: “ასეთ უტიფარ ტყუილებზე გაიზარდნენ და ახლაც, უკვე ასაკში, ვერ მოიშალეს”

21

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით, სტატისტიკის თანახმად, საქართველო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე ღატაკი სახელმწიფოა.

„სწორედ ასეთ უტიფარ ტყუილებზე გაიზარდნენ და ახლაც, უკვე ასაკში, ვერ მოიშალეს. რომ იტყვიან, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო (თუმცა რჯულის საკითხიც გასარკვევია!).

ისე, საიდან მოხიკა და ერთ პარტიაში შეაქუჩა ხაზარაძემ ამდენი ნაგავი.

თუკი სერიოზულად მივუდგებით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, სინამდვილეში, რასთან გვქონდა მაშინ საქმე და რასთან გვაქვს ახლა. არაფერი შეცვლილა, კალენდარზე თარიღების გარდა“, – წერს ანჯაფარიძე.