პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა

20

“საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალ წარმომადგენელთან, იზაბელა კასტროჯოვანისთან გაცნობითი შეხვედრა გავმართე”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

“აღვნიშნე, რომ საქართველო აფასებს გაეროს ბავშვთა ფონდთან მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას.
იზაბელა კასტროჯოვანიმ აღნიშნა საქართველოსა და UNICEF-ს შორის წარმატებული თანამშრომლობა ბავშვის უფლებათა კოდექსის შემუშავების პროცესში.

მისი თქმით, საპროგრამო დოკუმენტის მიხედვით, ბავშვის უფლებები, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა საქართველოსთვის განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებებია და გამოხატა კონკრეტულ ინიციატივებზე საქართველოს პარლამენტთან მუშაობის მზაობა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გაეროს ბავშვთა საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს წევრია და აქტიურად ჩაერთვება მის საქმიანობაში.

UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობა გავაცანი.

იზაბელა კასტროჯოვანის ახალ პოზიციაზე საქმიანობაში წარმატება ვუსურვე”, – წერს პაპუაშვილი.