ლევან მახაშვილი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: „ეს დოკუმენტი სრულიად უსამართლო ბრალდებებით არის გაჯერებული“

25

„ეს დოკუმენტი სრულიად უსამართლო ბრალდებებით არის გაჯერებული“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე საუბრისას.

„მერამდენე რეზოლუციაა, ერთგვარი პოლიტიკური იერიში და ფუჭი მცდელობაა, რომ კიდევ უფრო დაზიანდეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და თუკი რაიმე პერსპექტივა არსებობს ამ ურთიერთობის გადატვირთვის, ეს პროცესი დაზიანდეს“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს ანგარიში მიიღო.