„მოლდოვაში, მგონი, საბჭოთა კავშირზე ნაკლები ტელევიზიაა დარჩენილი — ვინც ხელისუფლების პოზიციას არ იზიარებდა, ყველა დახურეს და ბრიუსელს ამაზე პრეტენზია არ გააჩნია. ჩვენთან კი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მედია დააფუძნოს, საკუთარი მედიაპოლიტიკა აწარმოოს და მაინც სიტყვის თავისუფლების mტრებად გვთვლიან. ეს არის ყოვლად უსამართლო და ორმაგი დამოკიდებულება“, – ამის შესახებ საკრებულოს ვიცე თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„ეს ყველაფერი 2020 წლიდან დაიწყო, როდესაც ურთიერთობები ნელ-ნელა ჯერ კიდევ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან დაიძაბა, შემდეგ კი ევროკავშირსაც გადმოედო. მათი პოზიცია ყოველთვის გაუგებრად უსამართლო იყო.
„არ ითანამშრომლოთ ჩინეთთან, არ ითანამშრომლოთ ირანთან, არ ითანამშრომლოთ რუსეთთან, რეგიონში საერთოდ არავისთან არ უნდა ითანამშრომლოთ!“ — დაახლოებით ასეთი პოზიცია აქვთ ჩვენს მიმართ.
ჩნდება კითხვა: თავად რას გვთავაზობენ და რით გვიბალანსებენ ამ ყველაფერს? პასუხი არის — არაფრით. „უბრალოდ, აღარ შეგაგინებთ“ — დაახლოებით ასეთია მათი დღევანდელი დამოკიდებულება.
ჩვენ ამდენი საუკუნის ისტორიის პატრონი ერი ვართ და მიმაჩნია, რომ ისეთ სუსტ პოზიციაზე მყოფ გაერთიანებას, როგორიც ახლა ევროკავშირია, ძალიან გაუჭირდება ჩვენი გატეხვა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.


