გია აბაშიძე ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ: “ამას ნეოსაბჭოთა ევროსეგრეგაცია კი არა, ტოტალური დეკადანსი ეწოდება ევროგაიძვერების აზროვნებაში”

9

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ ანგარიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„კომპარტიულ სულისკვეთებას არ მიუტოვებია არც ევროდეპუტატი იუკნევიჩიენე და არც მისი სხვადასხვა ასაკის კოლეგები. ეს გამოჩნდა ევროპარლამენტის ბოლო ანგარიშში საქართველოზე, სადაც, სხვა ტოქსიკური სიბრიყვეების გარდა, ევროკომისიას მოუწოდებენ, შეიქმნას რაღაც მექანიზმი, რომელიც ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის უვიზო მიმოსვლის გარანტი იქნება, ანუ ერთგვარი კომპარტიული მეოთხე სამმართველო სპეცსანატორიუმებში (ევროპულ ქვეყნებში) ე.წ. პრივილეგირებულთათვის უვიზო მოგზაურობის ანუ “პუტიოვკების” გაცემაში.

და ვინ დაადგენს, თუ ვინაა ე.წ. ნამდვილი ჟურნალისტი თუ აქტივისტი ანუ “სოციალისტური შრომის გმირი” ანუ “ევრომონა”? ალბათ, რაღაც ნეობოლშევიკური “ტროიკები”. მაგალითად, ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია, ბაბუცა პატარაია და ა.შ.

ამას ნეოსაბჭოთა ევროსეგრეგაცია კი არა, ტოტალური დეკადანსი ეწოდება ევროგაიძვერების აზროვნებაში”, – წერს აბაშიძე.