ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კაია კალასთან ყველა კონტაქტს წყვეტს

6

„ქალბატონი კაია კალასი – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში – უკვე რამდენი ხანია, ისრაელის სახელმწიფოს მიმართ ავლენს უხეშ უსამართლობას. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მექსიკაში ვიზიტის დროს მან ისრაელი აპარტეიდის რასისტულ რეჟიმს შეადარა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში იყო. მადლობას ვუხდი ევროპის ყველა იმ არჩეულ წარმომადგენელს, რომელმაც მისი ეს განცხადება დაგმო, თუმცა დღემდე მას ეს არ უარუყვია და არც განუმარტავს თავისი განცხადება“, – წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი სოციალურ ქსელ „X-ში“.

„ამიტომ, როგორც ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, სხვა არჩევანი არ მაქვს, გარდა იმისა, რომ გავწყვიტო ყველა კონტაქტი ქალბატონ კალასთან მანამ, სანამ ის თავის სისხლიან ბრალდებას უკან არ წაიღებს, რომელიც მიმართული იყო მსოფლიოში ერთადერთი ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ და რომელიც ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი დემოკრატიაა. ზუსტად ამას ვაკეთებ ახლა“, – წერს საარი.