პეტერ მადიარი: “ჩემი ინიციატივით, ბოლო მომენტში ტექსტიდან ამოიღეს ჩანაწერი, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას ითვალისწინებდა. ეს ადვილი არ ყოფილა”

24

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მისი ინიციატივით, ევროკავშირის სამიტის დასკვნითი დეკლარაციიდან ამოიღეს პუნქტი უკრაინის გაწევრიანების დაჩქარების შესახებ.

„დასკვნით დოკუმენტში, უკრაინასთან დაკავშირებით, მხოლოდ ის ტექსტი შევიდა, რომელიც კონსენსუსით უკვე წლების წინ იქნა მიღებული. რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობისას, დეკლარაცია უნგრეთის წინადადების საფუძველზე მნიშვნელოვნად დაიხვეწა.

გარდა ამისა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, ჩემი ინიციატივით, ბოლო მომენტში ტექსტიდან ამოღებულია პუნქტი, რომელიც გაწევრიანების დაჩქარებაზე მიანიშნებდა. ეს ადვილი არ იყო“, – წერს მადიარი სოციალურ ქსელში.

მადიარმა ასევე აღნიშნა, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, პირველად გაჩნდა შესაძლებლობა, მიეღოთ ყველა წევრი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილი დასკვნითი დეკლარაცია.