მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთში ვიზიტის შესახებ: „მაღალი დონის ვიზიტები საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის პარტნიორობას აძლიერებს“

19

„პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ტაჯიკეთში არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა იძლევა კარგ შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების განვითარებაზე ვისაუბროთ”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შეაფასებისას.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე რეგიონული დაკავშირებადობისა და სატრანზიტო ფუნქციის განვითარების კონტექსტში.

„ზოგადად, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობები ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტი იმ თვალსაზრისით, რომ მათთვის საქართველო არის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა. ამ კონტექსტში საჭიროა ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა ქვეყნებს შორის. ასევე, საინტერესოა ჩვენთვის ცენტრალური აზიის ქვეყნებთან პარტნიორობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სწორედ ეს ვიზიტი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების განვითარებას და გაძლიერებას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.