კახა კალაძე: “ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელობა ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მოწოდების სიმაღლეზე”

25

თბილისის მერი კახა კალაძე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

“ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელობა ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მოწოდების სიმაღლეზე”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობსთვის: სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, უწყება სრულად უზრუნველყოფს მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას უფლებების დაცვასა და მასზე სათანადო სამედიცინო ზრუნვას.

ოფიციალური განმარტებით, N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე სახით გაუარესება არ მომხდარა. ხოშტარია შეუფერხებლად სარგებლობს ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით, ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა და თავად სამედიცინო პერსონალთან რაიმე სახის ჩივილს ან უკმაყოფილებას არ აფიქსირებს.