ირაკლი კირცხალია სააკაშვილის განცხადების შესახებ: “დღეს ამერიკით დაგემუქრება, ხვალ – სხვა ქვეყნით. დღეს უკრაინელია, ხვალ ქართველია, ზეგ შეიძლება რუსი აღმოჩნდეს. მისი თითოეული განცხადება არის კომიკური”

20

“მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასებისას, ალბათ, კომიკურ ჟანრში გადავალთ. სერიოზულ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ თუ მაინც დაჟინებულად მთხოვთ, სერიოზულად შევაფასო, ეს არის მორალისგან დაცლილი, სისხლიანი რეჟიმის შემოქმედის, “ნაცმოძრაობის” სულიერი მამის ერთ-ერთი მონაბოდი”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

„სააკაშვილი საკანში რა სიზმარს ნახავს, ვერ გაიგებ; დღეს ამერიკით დაგემუქრება, ხვალ – სხვა ქვეყნით. დღეს უკრაინელია, ხვალ ქართველია, ზეგ შეიძლება რუსი აღმოჩნდეს და მაზეგ შეიძლება მისი დიდი ბაბუა ფლორიდიდან იყოს. თითოეული მისი განცხადება არის კომიკური ჟანრის“, – აღნიშნა კირცხალიამ.