რამაზ საყვარელიძე: „არსებობს ასეთი ფრთიანი ფრაზა: „მე თუ არ ვიქნები, ქვა ქვაზე ნუ ყოფილაო“ — ჩემი აზრით, ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს ახლა „ნაციონალურ მოძრაობაშიც“

19

„არსებობს ასეთი ფრთიანი ფრაზა: „მე თუ არ ვიქნები, ქვა ქვაზე ნუ ყოფილაო“ — ჩემი აზრით, ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს ახლა „ნაციონალურ მოძრაობაშიც“, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„არსებობს ასეთი ფრთიანი ფრაზა: „მე თუ არ ვიქნები, ქვა ქვაზე ნუ ყოფილაო“ — ჩემი აზრით, ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს ახლა „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. ფაქტია, რომ დროთა განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის როლს, ადგილსა და ფუნქციას სულ უფრო მეტად ადგება ჩრდილი. სავარაუდოდ, სწორედ საკუთარი თავის უპირობო ლიდერად შენარჩუნების მოტივი კარნახობს მას ამ ნაბიჯებს. თუმცა, რამდენად მიიყვანს პროცესს სასურველ შედეგამდე ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევა, რთული სათქმელია. თანაც, მოვლენები ისე ვითარდება, რომ თუ ეს სცენარი განხორციელდა, თინა ბოკუჩავა და სხვები პარტიას, სავარაუდოდ, გამოეყოფიან. ამ ფონზე კი, შესაძლოა, „ნაცმოძრაობის“ კიდევ ერთი ახალი ფილიალი მივიღოთ“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.