გოგა ხაინდრავა: „ევროკავშირმა საქართველოს მიმართ მიღებული ბოლო რეზოლუციით დაადასტურა, რომ იქ არის ფაშიზმი“

32

„ევროკავშირმა საქართველოს მიმართ მიღებული ბოლო რეზოლუციით დაადასტურა, რომ იქ არის ფაშიზმი“, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ევროკავშირის რეზოლუციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„აი, ამ აბსოლუტურმა დეგრადაციამ და ღირებულებების სრულმა დაკარგვამ მიიყვანა დღევანდელი ევროპა და ევროკავშირი იქამდე, სადაც თავის დროზე ევროპა მივიდა გასული საუკუნის 30-იან წლებში – როდესაც დაიბადა და ჩამოყალიბდა ფაშიზმი, რომელიც ზუსტად იგივე გზით მიდიოდა. ეს გზა გულისხმობს სეგრეგაციასა და ერების დახარისხებას — პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან ხალხებად. მერე გაჩნდა ყვითელი ვარსკვლავები და ბოლოს ყველაფერი გაზის ღუმელებამდე მივიდა. ზუსტად იგივე გზაზე დგას დღეს ეს ევროკავშირი.

მათი ლოგიკით, საქართველოდან ევროპაში მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები — რომლებიც პირდაპირ მათი აგენტურაა — და ის სტუდენტები უნდა დადიოდნენ, რომლებსაც იქ მორალურად გარყვნიან, გაწვრთნიან და უკან გამოუშვებენ. მეტი არავინ მათ არ სჭირდებათ — არც ექიმები, არც არქიტექტორები, არქეოლოგები თუ გეოლოგები. აი, მხოლოდ ეს ორი კატეგორია უნდათ, პირდაპირ სეგრეგაცია მიდის.

ამავდროულად, გამოდის გაფართოების კომისარი და აცხადებს: ჩვენ კი მივიღებთ ახალ წევრებს, მაგრამ მათ ხმის მიცემის უფლება არ ექნებათო. ეს არის გაცხადებული ფაშიზმის პირველი, უმთავრესი საფეხური“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.