„ამ სრული დეგრადაციისა და დეკადანსის ფონზე, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, უნიკალურია ერთი პატარა ქვეყნის — საქართველოს მაგალითი, რომელმაც ააღორძინა თავისი სახელმწიფო, აღადგინა საკუთარი ღირსება, დემოკრატია, სუვერენიტეტი და ამ ფასეულობებს ყველა დონეზე, ყველასთან და ყველგან იცავს“, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდარავამ განაცხადა.
„როგორი ვითარებაა, იცით? ამ სრული დეგრადაციისა და დეკადანსის ფონზე, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, უნიკალურია ერთი პატარა ქვეყანა — საქართველოსა და ქართული საზოგადოების მაგალითი, რომელმაც ააღორძინა თავისი სახელმწიფო, აღადგინა საკუთარი ღირსება, დემოკრატია, სუვერენიტეტი და ამ ფასეულობებს ყველა დონეზე, ყველასთან და ყველგან იცავს.
რა თქმა უნდა, მესმის, რომ ქვეყანაში არის პრობლემები და გამოწვევები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც ღიად განაცხადა, რომ კიდევ ბევრი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და სხვა არაერთი პრობლემაც გვაქვს. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია — ჩვენი სვლა და გეზი არის აბსოლუტურად სწორი. ჩვენს სახელმწიფოს, მის ისტორიასა და ქართველ კაცს არაერთხელ გაუძლია ბევრად უარესი გაჭირვებისთვის საკუთარი ღირსების დასაცავად. ღირსების ბაირაღი კი ისე მაღლა, როგორც დღეს საქართველოს უჭირავს, მსოფლიოში ალბათ არცერთ სხვა ქვეყანას არ უპყრია“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


