აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის განცხადებას, რომ “ქართული ოცნება” ძალაუფლების პარტიად იქცა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„პოლიტიკური პარტიის არსი ძალაუფლებისთვის ბრძოლა და მისი რეალიზებაა. შესაბამისად, ვიქტორ ყიფიანის ეს შეფასება, სინამდვილეში „ქართული ოცნების“ ორგანიზაციული სიძლიერისა და პოლიტიკური წონის აღიარებაა“, – წერს ანანიძე.


