ირაკლი კობახიძე: „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია. არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები. როგორც ევროპარლამენტმა გაიუფასურა საკუთარი თავი, ისე გაიუფასურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც. ჩვენთვის ასეთ რეზოლუციებს ვერ ექნება დატვირთვა“

17

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტი. არავის არ აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„აქედან გამომდინარე, ვერც პრაქტიკული და ვერც სხვანაირი თვალსაზრისით, სიმბოლური კუთხით, ჩვენთვის ასეთ რეზოლუციებს ვერ ექნება დატვირთვა. თვითონ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გაიუფასურა ბოლომდე საკუთარი თავი.
ევროპარლამენტიც ევროკავშირის ფარგლებშია, მაგრამ როგორც ევროპარლამენტმა გაიუფასურა საკუთარი თავი, ისე გაიუფასურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც. გადახედეთ, რა მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და თავად დარწმუნდებით ყველაფერში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.