„ისევ სიბინძურის, უზრდელობისა და უკულტურობის ფრქვევას იხილავს აუდიტორია „გახარიელებისგან“. ეტყობა, მართლა გახარებულნი არიან, როდესაც ამას აკეთებენ. ეტყობა, ასეა მათი ტვინები მოწყობილი – უზრდელობაში „კაიფს“ იჭერენ“, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატის, გიორგი შარაშიძის შემდეგ განცხადებას: „პარლამენტში ნამდვილად არ იქნება იოლი გასეირნება კობახიძისთვის. იმედი მაქვს, ეყოფა გამბედაობა და „დიფ სთეითიდან“ ზარის ავტორსაც დაასახელებს“.
„აბა, რით უნდა ახსნა, რომ პარლამენტში სხვა ბევრი ვერაფრით დაამახსოვრეს ხალხს თავი. შეიძლება, შეკვეთა ასეთ ქცევის მოდელზე გერმანიაში გაქცეული მათი „ფიურერისგანაც“ მოდის, რომელიც, შესაძლოა, ამით იკმაყოფილებს დარდს“, – წერს ანჯაფარიძე.


