მოქალაქე მამია კვირკველიას, რომელმაც შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა, სასამართლომ ოთხი ათასი ლარი შეუფარდა.
კვირკველია პროცესზე არც გუშინ გამოცხადდა და არც დღეს – ისევე, როგორც მისი უფლებადამცველი.
„მისი განცხადება ახლოსაც არ არის გამოხატვის თავისუფლებასთან. სიძულვილის ენა და შეურაცხყოფაა. სასამართლოზე არგამოცხადება უპატივცემულობად ჩაითვალა, ამიტომ მაქსიმალური სახდელი დაეკისრა“, – აღნიშნა მოსამართლე დავით მაკარაძემ.


