„წარმოიდგინეთ, ღმერთმა როგორ დაგვიფარა, რომ ამ ხალხისგან კოალიციური მთავრობა არ შედგა და დღეს ისინი არ მართავენ საქართველოს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„მათ თავადვე გაამჟღავნეს, თუ რა გლობალურ ტყუილთან გვქონდა საქმე 2024 წელს. შეკრიბა სალომე ზურაბიშვილმა თავის ახალი ფორმაციის „ფანჩატურში“ ეს ხალხი, გააფორმებინა ეს ე.წ. მემორანდუმი და მათი მთავარი ნარატივი იყო ის, რომ იქ მყოფ არცერთ პარტიას დამოუკიდებლად უმრავლესობის მოპოვების ძალა და რესურსი არ გააჩნდა. ისინი აცხადებდნენ: ქართველო ხალხო, ჩვენ მოგვეცით ხმა და შევქმნით დემოკრატიულ, კოალიციურ მთავრობას, რომლითაც ვმართავთ საქართველოსო.
კოალიციური მთავრობა კი არა, ერთი პარტიის შიგნით ვერ დაულაგებიათ ურთიერთობა, იმდენად აუტანელი პიროვნული დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ. მათ შორის ისეთი შუღლია, რომ საკუთარ პატრონებსაც კი აღარ უსმენენ, როდესაც ერთმანეთის „ჭამაზე“ გადადიან. წარმოიდგინეთ, ღმერთმა როგორ დაგვიფარა, რომ ამ ხალხისგან კოალიციური მთავრობა არ შედგა და დღეს ისინი არ მართავენ საქართველოს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.


