ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, მისი თანდასწრებით, ნიკა მელია სააკაშვილს დედას აგინებდა

27

„მოდი, შევთანხმდეთ, რომ თავმჯდომარეს დედას რომ აგინებ, შენ თვითონ უნდა წახვიდე პარტიიდან, თორემ მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც საჯაროდ დავუჭირე მხარი ნიკას [მელია], იმიტომ, რომ ფორმები იყო არასწორი. მიშა სააკაშვილს [აგინებდა]“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“.

„როდესაც შენ [აგინებ სააკაშვილს] საჯაროდ, ღია სივრცეში, პარტიაში, მათ შორის – ჩემთან, ბევრ ადამიანთან, რომლებიც იცოდა, რომ მიშას მხარეს წარმოვადგენდით, და ეს სატელეფონო საუბარი დაიდო კიდეც, ჩვენ ხომ გვახსოვს“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.