„გმირობა გააუფასურეს. ამაში ჩვენც, გარკვეულწილად, ვუწყობთ ხელს. ჩვენ ვამბობთ, რომ ციხეში ვინც ზიან, გმირები არიან. ვიღაც 7 დღე დაჯდა და გმირია“, – განაცხადა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ გადაცემა „რეაქციაში“ ოპოზიციის შესახებ.
„90 კაცის სიაა ახლა სოციალურ ქსელში, საქართველოს ეროვნული გმირების, და იქიდან 26 დავთვალე, რომელმაც საპროცესოს მოაწერა ხელი და გამოვიდა. ჩვენც ვუწყობთ ხელს გმირობის გაუფასურებას. სხვა რამეა გმირობა“, – განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.


