ლევან ჟორჟოლიანი: “12 ქსელს ექნება ვალდებულება, განათავსოს საუკეთესო ფასები ekalata.gov.ge-ის პორტალზე. ვფიქრობ, აღნიშნული პლატფორმა მოსახლეობისთვის შედეგის მომტანი იქნება“

21

“მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ექნება სრული ინფორმაცია საუკეთესო სამომხმარებლო ფასების შესახებ”, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლევან ჟორჟოლიანმა ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა www.ekalata.gov.ge-ს შესახებ საუბრისას.

„ასევე, ეს წაახალისებს, მათ შორის, კონკურენციას აღნიშნულ 12 ქსელში. ქსელებს ექნებათ ვალდებულება, განათავსონ საუკეთესო ფასები პორტალზე. FMCG-ის სექტორის წილი არის 14 მლრდ ლარი 2025 წლის მონაცემებით, ხოლო ორგანიზებული ბაზრის წილი – 64%. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული პლატფორმა და ვფიქრობ, მოსახლეობისთვის შედეგის მომტანი იქნება“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის: ამოქმედდა ელექტრონული პორტალი ekalata.gov.ge, სადაც სხვადასხვა მარკეტის შეთავაზებები და ფასებია განთავსებული.