„ევროსაბჭოც ევროპული სტრუქტურაა და ძალიან გამიკვირდებოდა, სხვა სახის რეზოლუცია რომ მიეღო“, – ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, თამარ კიკნაძემ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
„ევროსაბჭოც ევროპული სტრუქტურაა და, შესაბამისად, ძალიან გამიკვირდებოდა, სხვა სახის რეზოლუცია რომ მიეღო. ჩვენ ყველანი მივეჩვიეთ ჩვენს მიმართ ამ დესტრუქციულ ქმედებებსა და რეზოლუციებს, თუმცა ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ეს კიდევ უფრო ამწვავებს საქართველოში ნეგატიურ განწყობებს იმ ევროპული სტრუქტურების მიმართ, რომლებიც აბსოლუტურად არასამართლიან გადაწყვეტილებებს იღებენ. ის, რასაც ისინი ჩვენგან ითხოვენ, პირდაპირ მიმართულია ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ამიტომაც, მოსახლეობა ამ ყველაფერს გაგებით ეკიდება, მით უმეტეს, რომ ამ რეზოლუციებს არანაირი იურიდიული ძალა და დატვირთვა არ გააჩნია. ისინი მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ემსახურება და, შეიძლება ითქვას, რომ არც თუ ისე საზიანოა საქართველოსთვის, რადგან ჩვენ მყარად ვართ ჩამოყალიბებული ჩვენს პოლიტიკასა და სახელმწიფოებრივ განწყობებზე“, – განაცხადა თამარ კიკნაძემ.


