ლევან მახაშვილი რადიკალურ ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: „რაც უფრო მეტად ააყირავებენ, ჩაუშვებენ და დააზიანებენ ერთმანეთს, ეს მით უკეთესია საქართველოსთვის და ქვეყნის დემოკრატიისთვის“

25

„რაც უფრო მეტად ააყირავებენ, ჩაუშვებენ და დააზიანებენ ერთმანეთს, ეს მით უკეთესია საქართველოსთვის და ქვეყნის დემოკრატიისთვის“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

„რამდენიმე დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ ამ პროცესიდან. პირველი ის, რომ რაც არ უნდა სცადონ იმის მტკიცება, თითქოს ეს დემოკრატიული და ჯანსაღი პარტიაა, მას ჰყავს ერთი ბელადი — მიხეილ სააკაშვილი, რომელიც, სადაც არ უნდა იყოს, ყველას თავის ჭკუაზე ატრიალებს. მეორეც — როდესაც პარტია ნანუკა ჟორჟოლიანის გადასარჩენი და დასაფორმირებელი ხდება, აქაც ნათლად ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საქმე ქვეყნისთვის ნამდვილად სწორი მიმართულებით მიდის.

ერთადერთი, რაც აქ შემიძლია ვთქვა და რაშიც სრულად ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს, არის კითხვა: რატომ უნდა გვაინტერესებდეს, რა ხდება ამ პარტიაში? იმიტომ, რომ რაც უფრო მეტად ააყირავებენ, დაამხობენ, ჩაუშვებენ და დააზიანებენ ერთმანეთს, ეს მით უკეთესია საქართველოსთვის და ქვეყნის დემოკრატიისთვის. რაც უფრო ნაკლები გავლენა ექნება ამ დესტრუქციულ ძალას საქართველოზე და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, მით უფრო მეტ ჯანსაღად მოაზროვნე პატრიოტს გაუჩნდება პოლიტიკაში შემოსვლის სურვილი და თავად პოლიტიკური გარემოც ბევრად უფრო ჯანსაღი გახდება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.