შალვა პაპუაშვილი ცხინვალისა და მოსკოვის ურთიერთობების შესახებ: “ეს არის იმ ოკუპაციის შედეგები, რის წინაშეც საქართველო თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნურმა, გარედან წაქეზებულმა პოლიტიკამ დააყენა”

17

“ეს არის იმ ოკუპაციის შედეგები, რის წინაშეც საქართველო თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნურმა, გარედან წაქეზებულმა პოლიტიკამ დააყენა. საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, რომ ეს ოკუპაცია არ გადაიზარდოს ანექსიაში და ამისკენ გვიბიძგებდნენ”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვას ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ.

„თქვენ რა გგონიათ, 2022 წელს რუსეთის წინააღმდეგ ესკალაციისკენ რომ გვიბიძგებდნენ, ამის შედეგი რა იქნებოდა?
ასეთი სულელი არავინაა ბრიუსელში, რომ ვერ მიმხვდარიყვნენ, რას ნიშნავს ესკალაცია და რა შედეგები შეიძლება მოეტანა ამას. ამას ავარიდეთ თავი, მაშინ, როდესაც აი, ამ შენობაში რადიკალურ აგენტურულ ჯგუფებს ჰქონდათ მცდელობა, რომ პარლამენტის გამოყენებით შევეთრიეთ ესკალაციაში და დღეს გვქონოდა შედეგები, რომელთა გამოსწორებაც კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოწვევა, რომელიც ოკუპაციის სახით გვაქვს, რაც შეიძლება მალე დასრულდეს და, შესაბამისად, ყველა ამგვარი თანმდევი გამოწვევაც ოკუპაციასთან ერთად დასრულდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.