„ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე უნიჭო და ფაშისტური ხუმრობის გამო საზოგადოების წინაშე ბოდიში აქვთ მოსახდელი არა მხოლოდ გიორგი კალატოზსა და მისი youtube გადაცემის მონაწილეებს, არამედ იმ კომპანიებსაც, რომლებიც მათ ასპონსორებენ“, – წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „X-ში“.
„საერთოდ, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი და სწორ ღირებულებებზე დაფუძნებული კომპანია, მძიმე სენთან მებრძოლი პაციენტების შეურაცხყოფის გამო, მაშინვე გაუუქმებდა სპონსორობას მსგავსი დისკრიმინაციული და ისედაც გასაჭირში მყოფი ადამიანებისათვის სულიერი ტანჯვის მომგვრელი გზავნილის ავტორებს“, – წერს ხუბუა.


