„აბსოლუტურად მძიმე მდგომარეობაა. ადამიანებს რომ გადახედოთ, რომლებიც აინიცირებდნენ ამ რეზოლუციას, ნახავთ, რომ არაფერი კავშირი არ აქვთ ამ ადამიანებს ტრადიციულ ევროპულ გაგებასთან, აქედან გამომდინარე, თუ რაიმეა არაევროპული, ეს არის სწორედ ევროსაბჭოს ეს კონკრეტული შემადგენლობა და მის მიერ დამტკიცებული დოკუმენტები. არ არის შანტაჟები და მუქარები საინტერესო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„დიდი ხანია, ცდილობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის გამოყენებას, თუმცა ქართველი ხალხი ამ ყველაფრით არ შანტაჟდება; ქართველ ხალხს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება მიღებული 90-იანი წლების დასაწყისიდან; შესაბამისად, ასეთი შანტაჟი ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ ჭრის. შანტაჟს არავითარი ფასი არ აქვს, შეიძლება, ბევრჯერ დაუშანტაჟებიათ ქართველი ხალხი, მაგრამ არცერთხელ ეს შანტაჟი არ ყოფილა წარმატებული ერთი მარტივი მიზეზის გამო – ქართველმა ხალხმა მიიღო ძალიან დიდი გამოცდილება 90-იანი წლების დასაწყისიდან, შესაბამისად, ასეთ შანტაჟს ვერ ექნება ვერავითარი ძალა.
ჩვენ გვექნება 2028 წლის 28 ოქტომბერს არჩევნები. იქ თუ მოინდომებს ოპოზიცია პარლამენტში შემოსვლას, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ, მანამდე დემოკრატიული წესით ვმართავთ ჩვენს ქვეყანას. ეს არის ის, რასაც გავაკეთებთ შემდეგი ორწელიწადნახევრის განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


