„მე მათ ვერ ვუწოდებდი ოპოზიციას. ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა და ამ დაპირისპირებას აქვს ერთადერთი პერსონალური მიზეზი – ისინი საკუთარი პატრონების წინაშე იბრძვიან უკეთესი ადგილებისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც უპირისპირდებიან ერთმანეთს აგენტურის წარმომადგენლები. დანარჩენი ჩვენთვის არ არის საინტერესო. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ყველაფერი გაკეთდება ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ამაზე ვიქნებით კონცენტრირებული მომავალშიც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


