პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონალური მდივანი ვიქტორ ჯაფარიძე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებას გამოეხმაურა. ხვედელიანმა მიმართა საქართველოს გენერალურ აუდიტს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უწყების 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ხვედელიანმა გიორგი გაბიტაშვილს გაახსენა, რომ ის სანქცირებულია დიდი ბრიტანეთისა და ესტონეთის მიერ.
“გავაგრძელებ სანქცირების თემას, რომელიც ტატა ხვედელიანმა ახსენა. გიორგი გაბიტაშვილი სანქცირებულია და პირადად მეც, ვიქტორ ჯაფარიძე, სანქცირებული ვარ იმისთვის, რომ პარლამენტის წევრმა კანონს მხარი დავუჭირე. ასე რომ (ქალბატონო ტატა), ნუ ისაუბრებთ ამ თემაზე – არ არის ეს თქვენთვის მომგებიანი.
ყველა, ვინც ჩვენ, ტელევიზიები, გიორგი გაბიტაშვილი და სხვა პირები თუ ორგანიზაციები დაასანქცირა, უსამართლოები არიან და ეს სანქციები მათზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ჩვენ გვიქმნის პრობლემას. ნუ საუბრობთ სანქცირების თემაზე აქ, გთხოვთ”, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.


